სალომე ზურაბიშვილი: გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩიჩილაკი და საერთოდ გურული კალანდობა არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შევიტანოთ (ვიდეო)

მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და საერთოდ გურული კალანდობა შევიტანოთ ჩვენს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოზურგეთში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაცხადა, სადაც “კალანდა 2020”-ს დაესწრო.

მისივე თქმით, ჩიჩილაკი და გურული კალანდობა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში უნდა შევიდეს.

“მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და საერთოდ გურული კალანდობა შევიტანოთ ჩვენს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში და შემდეგ ვთხოვო მემკვიდრეობის სააგენტოს, რომ ჩვენ ეს გავიტანოთ იუნესკოში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს და ამაში მეც ჩემს წვლილს მივიღებ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები