ისანში, მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ისანში, მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეტროსადგურ “სამგორის” მიმდებარედ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.