ოსიაური – ჩუმათელეთის ავტომაგისტრალს ჩინური SINOHYDRO-ი ააშენებს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობისათვის ჩინურ კომპანია Synohydro-ის 50.6 მილიონი ლარის კონტრაქტი გაუფორმდა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზეა მითითებული, ხელშეკრულება SINOHYDRO-სთან 2019 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა. ხელშეკრულება 2020 წლის 31 ივლისამდე მოქმედებს. „შესასრულებელი სამუშაოები: E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური – ჩუმათელეთის მონაკვეთის (კმ5+800 – კმ7+700) სამშენებლო სამუშაოები“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.