ირანში ანტისამთავრობო აქციაზე, ძალოვნებმა ცეცხლი გახსნეს (ფოტო,ვიდეო+18)

ირანის რამდენიმე მსხვილ ქალაქში, როგორებიც არის შირაზი, ისპაანი, ჰამადანი და ორუმია, ანტისამთავრობო აქციები გაიმართა.

ამის მიზეზი 11 იანვარს, ირანის აღიარება გახდა, რომ 8 იანვარს თეირანის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, შეცდომით განხორციელებული სარაკეტო იერიში გახდა, რომლის შედეგად 176 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ოფიციალური თეირანი ბრალდებას უარყოფდა.

მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აქციის მონაწილეთა წინაღმდეგ ცეცხლი იქნა გახსნილი.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში დასისხლიანებული, დაღუპული ქალი ჩანს. კიდევ ერთ კადრში, მამაკაცია, რომელიც ადგილს იარაღით ხელში ტოვებს.

აქციის მონაწილეებმა აიათოლა ჰამენეის და ლიკვიდირებული ყასემ სოლეიმანის ფოტოები დაწვეს და სკანდირებდნენ „სიკვდილი ჰამენეის“. ამ დროს, ძალოვანებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები