ევროპის უნივერსიტეტი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას უერთდება
ევროპის უნივერსიტეტი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ერთვება.
როგორც უნივერსიტეტის რექტორმა თამარ კერძაიამ განაცხადა, სახელმწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებული დღეების აღნიშვნა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ევროპის უნივერსიტეტი, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აქტიურად ერთვება სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში. სახელმწიფო სიმბოლიკასთან დაკავშირებული დღეების აღნიშვნა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ ეროვნული დღესასწაულის ნაწილი და ვაჩვენოთ მომავალ თაობას დღევანდელი დღის მნიშვნელობა .
სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. ჩვენი უნივერსიტეტი კი თავის მხრივ, ხელს უწყობს თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებას, რომელიც იზრუნებს ქვეყნის მომავალზე,”- განაცხადა თამარ კერძაიამ.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.