დაავადებათა კონტროლის ცენტრი: გრიპის ვირუსი გასულ კვირასთან შედარებით მომატებულია, თუმცა არდადეგების გაგრძელების საჭიროება არ არის
გრიპის ვირუსის შემთხვევები, გასულ კვირასთან შედარებით, მომატებულია. გაზრდილია ამბულატორიული პაციენტების რიცხვი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 22%-დან 25%-მდეა გაზრდილი. 76%-ის შემთხვევაში B ტიპის ვირუსი ცირკულირებს.
“გრიპის ვირუსის შემთხვევები, გასულ კვირასთან შედარებით, მომატებულია. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი 22%-დან 25%-მდეა გაზრდილი. იანვრის მონაცემებით, 219 მიმართვა გვაქვს. 3 პროცენტით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სავადმყოფოებში,” – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასკოლო არდადეგების გაგრძელების საჭიროება არ დგას.