პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

„როგორც ჩანს, „ფეიკ-ნიუსის“ ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები