ბაჩო ოდიშარია: “ნაცების” სიყვარული ზურაბ გირჩის გენეტიკური კოდის ნაწილია, ამიტომ2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაცგრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი

ნაცების სიყვარული ზურაბ გირჩის გენეტიკური კოდის ნაწილია, ამიტომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი , – ამის შესახებ ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში „ქართული წარმოების პოლიტიკური კლოუნი” საუბრობს.

ანალიტიკოსის თქმით, ზურაბ გირჩი 20 ივნისის აქციებზე ამბობდა გაუგონარი რამ მოხდაო, მაგრამ როცა ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს, აბსურდული ბრალდებები აქვს წაყენებულიო, ასე იცავდა ნაცების „ხერხემალს”, როგორც თავად ეძახდნენ.

„დიდი ხანია ყურადღება აღარ მიგვიქცევია ადამიანისთვის, რომელიც ლიბერტარიანელი შალვა ნათელაშვილი, ანდაც ულტრამემარჯვენე გოგი წულაიაა, საუბარი მაქვს ქართული პოლიტიკური სპექტრის დამსახურებულ კლოუნზე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე. ზურაბს და ზოგადად გირჩს თავიდან, იშვიათად, მაგრამ მაინც ვუთმობდით ხოლმე ყურადღებას, ვფიქრობდით, რომ მას გარკვეული გავლენა ჰქონდა ახალგაზრდობაზე, თუმცა როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, გირჩის პრობლემა თავად გირჩია, შესაბამისად, მათ თვითონვე იზრუნეს, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილშიც გოიმებად, კლოუნებად და უპრინციპოებად გამოჩენილიყვნენ. სხვისი დახმარების გარეშე გააკეთეს საკუთარი თავის ასეთი ბრენდინგი. ვაღიაროთ, აქვთ ეს უნარი, ყველას გარეშე შეუძლიათ მოისპონ თავი. ზურაბ გირჩის საქმენი საგმირონია მრავალი გვახსოვს. მას შემდეგ, რაც 2012 წელს გამოქვეყნდა ციხის კადრები, პატიმრების წამების, დამცირების, გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალა, ბატონი გირჩი „ნაციონალური მოძრაობის” სიაში დარჩა და მანდატი არ დატოვა და კაი ხანი აპრავებდა „ნაცების” ქმედებებს, თანაც ისე, რომ ლიბერატრიანიზმის ერთადერთ დამცველად ეს პარტია მოჰყავდა. ზურა გირჩი ის კაცია, ვინც ციხის კადრებზე სერიოზული სახით ყვებოდა, ჩვენ არ ვიცით, ამაზე მართლა გაბრაზდა თუარა ხალხიო, კვლევა არ ჩაგვიტარებია, რომ ეს დაგვედგინა და გვცოდნოდაო. კვლევაზე გამახსენდა, ბოკერიასთან დებატებისას კვლევებზე ამბობდა ზურა, რომ არ ვენდობი და სისულელეაო. ლიბერტარიანელი კაცი, რომელიც თავისუფალ ბაზარზე ლოცულობს და ბიზნესში სახელმწიფოს ჩაურევლობას ლობირებს, თვალს ხუჭავდა ნაცების მხრიდან ბიზნესის რეკეტზე და ძლადობრივი რეჟიმის ნაწილი გახდა, „ნაცების” სიაში შევიდა მას შემდეგ, რაც უკვე მათი ყველა მანკიერება სააშკარაოზე იყო გამოტანილი, თუმცა მიუხედავად ამისა, არც იდეური, არც მორალური წინააღმდეგობა მათთან არ შექმნია და აგრძელებდა პარტიის დაცვას. ზურა გირჩი 20 ივნისის აქციებზე ამბობდა გაუგონარი რამ მოხდაო, თუმცა ამავდროულად, ვანო მერაბიშვილი რომ დაიჭირეს, აბსურდული ბრალდებები აქვს წაყენებულიო, იცავდა „ნაცების” ამ, როგორც თავად ეძახდნენ, „ხერხემალს”, – ამბობს ბაჩო ოდიშაირია.

როგორც ანალიტიკოსი მიიჩნევს, „ნაცების” სიყვარული ზურაბ ჯაფარიძის გენეტიკური კოდის ნაწილია და ამიტომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, თუმცა მას შემდეგ, რაც ხალხის მხრიდან, მათ შორის გირჩის მომხრეების მხრიდანაც მკაცრად ნეგატიური შეფასებები მიიღო, გადათქვა საკუთარი გადაწყვეტილება, რაზეც ნაცებმა დაუწყეს დამუნათება ქოცი ხარ, ფულს ბიძინასგან იღებო.

„მიხვდა, რომ დანაშული აქვს გამოსასყიდი, ნაცების და ლიბერალების გულები მოსაგები, დაიღალა კაცი, როდემდე უნდა ითამაშოს ბავშვებთან დუბლებში, დიდებთან ერთად უნდა ბურთის გაგორება და დაიწყო ისევ მათთვის მოსაწონი ბიჭუნას როლის თამაში და დღეს ძლიერი მონდომებით, ზედმეტი მოტივაციით, ყოველგვარი ანალიტიკური თუ ლოგიკური მსჯელობისგან დაცლილი კაკაფონიით, ამბობს მე არ მჯერა რომ ბიძინა რუსეთის კაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც რუსეთის კაცია, რომელიც ქვეყანას უპირებს განადგურებასო. ამ შინაარსისა თუ ლოგიკისგან სრულად დაცლილ სტატუსში, ის აკეთებს დაშვებებს, რასაკვირველია არა ფაქტობრივს ან არგუმენტირებულს ან დედუქციურს, არამედ, ამის თქმაც ზედმეტი პატივია, მაგრამ ჯანდაბას, ვუწოდოთ, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისივე შემოთავაზებული რიტორიკის დაცვითრომ ვიმსჯელოთ, გავაკეთოთ დაშვება თურატომ გამოეყო ნაცებს 2015 წელს, მაშინ, როდესაც არანაირი იდეოლოგიური კონფლიქტიმათთან არ ქონია, არც მათ მანკიერებებზე აღშფოთებულა და პირიქით, ყოველთვის უძებნიდა რაიმე აბსურდულ გამართლებას მათსისტემურ დანაშაულებს? დაშვება, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ, ჩემი ექსკლუზივი არაა, პირველად ბოცო წიკლაურმა თქვა, რომ ეს მოულოდნელი და უპასუხისმგებლო გასვლა ბრძოლის ველიდან ხელისუფლების მონაწილეობით შეიძლებოდა მომხდარიყო და ცალსახად ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებსო. ბოკერიამ ინფანტილური უწოდა ზურა გირჩის ამ საქციელს, იქვე ისიც დასძინა, მათი წასვლით არც არაფერი დაგვაკლდაო, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, თავადვე გამოეყო” ნაციონალურ მოძრაობას” და დასაბამი მისცა “ევრონაცებს”. აქ თავისუფლად შეიძლება იმ დაშვების გაკეთება, რომ ზურაბ გირჩმა ფული აიღო იმისათვის, რომ ნაცების მარტივმამრავლებად გაფანტვა დაწყებუყლიყო. ამის შემდეგ, ის ქმნის ლიბერტარიანულ პარტიას, ან უფრო სწორი ფორმულირება იქნება, კრეატიულ სააგენტო „გირჩს”, რომლითაც პარლამენტში შებრუნების ვნებით აღვსილი, ერთიანდება პაატა ბურჭულაძის, წესით და რიგით მისთვის იდეურად სრულად მიუღებელ სუბიექტის პარტიასთან. თან ზურაბ გირჩი ხომ სულ იმას იმოძღვრება, სახელმწიფოს იდეა ბოროტებააო და კოალიციაში შევიდა იმ მოძრაობასთან, რომელსაც ერქვა „სახელმწიფო ხალხისთვის”. თუმცა არჩევნების წინ, აქაც მოულოდნელიგადაწყვეტილება მიიღო და დატოვა კოალიცია, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა ბლოკი დადააყენა გამოუსწორებელი კრიზისის წინაშე. აქაც, კვლავ დაშვების ლოგიკით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურა-გირჩმა ისევ აიღო ფული იმისათვის, რომ ახალი ოპოზიციური გაერთიანება დაეშალა. შემდეგ იყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მეორე ტურზეც ვაშაძეს დაუჭირა მხარი, თუმცა მალევე საკუთარი გადაფურთხებული საგულდაგულოდ მოამშრალა, პოზიცია შეცვალა და მორიგი ლოგიკური დისონანსის შემოტევით, მე ნაცებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებო, თქვა, სწორედიმ კაცმა, რომელსაც უკვე ქონდა ნაცებზე პასუხისმგებლობა აღებული ციხის კადრებზე, ბიზნესის რეკეტზე და ყველა მათ მანკიერპრაქტიკაზე”,- ამბობს ბაჩო ოდიშარია.

ანალიტიკოსის თქმით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სახელმძღვანელოა კოგნიტური დისონანსის, თუ როგორ შეიძლება ერთ თავში მომწიფდეს ამდენი ერთმანეთისაგან აცდენილი პოზიცია.

„დღეს ის სისტემასთან მებრძოლს უწოდებს საკუთარ თავს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ძალადობრივი სისტემის დაცვით და გამართლებით იყო დაკავებული, დღეს კი ისევ მათ გვერდით დგას და მათი ინტერესების გამტარად ფიქსირდება. ანუ ადამიანი, რომელიც დღეს ირწმუნება სისტემას ვებრძვიო, 2012 წელს, ციხის კადრების შემდეგაც კი არ ტოვებდა „ნაციონალური მოძრაობის” მანდატს და აგრძელებდა ღიად გაცხადებული და ყოველმხრივ დეკლარირებული ძალადობრივი რეჟიმის, სისტემური დანაშაულების შემოქმედი პარტიის მსახურებას. მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ყველაფრის მკადრებელია, პირადი გამორჩენის სანაცვლოდ. ფსიქო ანალიზს რომ მოვუხმოთ, ეს არის თინეიჯერობის ასაკში გაჭედილი შუახნის კაცი, რომელიც ეძებს თვით გამორკვევის და თვით რეალიზაციის გზებს, უბრალოდ ამ გზაზე, იმდენად ხშირად იცვლის პოზიციებს, იმდენად ხშირად ირჩევს მანკიერების მსახურებას, რომ რაციონალური პოლიტიკური მოთამაშის ნაცვლად, ემსგავსება დაძრული მანქანის ფანჯრიდან თავგამოყოფილ ძაღლს, რომელიც ბედნიერია იმით, რომ მოძრაობს და სახეში ნიავი უბერავს, საით მიდის და ვინ უზის საჭესთან, მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – აცხადებს ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები