მეუფე ნიკოლოზი: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ორჯერ მიმართა საპატრიარქომ, ერთხელ წინა პრეზიდენტს, მეორედ ამ პრეზიდენტს, თუ იქნება ახალი, იმასაც მივმართავთ

ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს, ერთხელ წინა პრეზიდენტს, მეორედ ამ პრეზიდენტს. თუ კიდევ იქნება ახალი პრეზიდენტი, იმასაც მივმართავთ, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე განაცხადა.

„ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს, ერთხელ წინა პრეზიდენტს, ერთხელ ამ პრეზიდენტს და თუ კიდევ იქნება ახალი პრეზიდენტი, იმასაც მივმართავთ.
უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ასეთი რამე სინოდს აქამდე არ გაუკეთებია, წერილობით მიმართა პრეზიდენტს. რა ვქნათ, მეორედ მივმართოთ ისევ?

თუ მამა გიორგის ჯანმრთელობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, აუცილებლად მოახდენს ხელისუფლება რეაგირებას, რადგან არავის სჭირდება, ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს“ ,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.

შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები