ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა “შეცვალემ“ აქცია გამართა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია გაიმართა. პროტესტის მიზეზი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” შეწყვეტილი ხელშეკრულება გახდა, რომელიც მათი თქმით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დანაპირები არ შეასრულა.
აქციის ორგანიზატორები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ, გამოიყენონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები