თორნიკე მამალაძე: პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებთ, პატივისა და ღირსების შელახვის გამო
ვამზადებთ სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, პატივისა და ღირსების შელახვის გამო,- ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე მზადდება სარჩელი სასჯელის გადავადების შესახებ.
“ვამზადებთ სარჩელს, რომ გადავადდეს სასჯელი და შესაბამის დაწესებულებაში მოხდეს ჩემი ძმის მკურნალობა, სადაც არიან ადეკვატური ექიმები, რომლებიც უშუალოდ უმკურნალებენ ამ დაავადებას. ჩვენ, ვამზადებთ მეორე სარჩელს პრეზიდენტის წინააღმდეგ, უდანაშაულობის პრეზუმციაზე, პატივისა და ღირსების შელახვის გამო”,- თორნიკე მამალაძე.