ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს, სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს შეხვდა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო სტრატეგიულ პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის სფეროს ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესს, უზრუნველყოფს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.
მინისტრი სამხედრო დიპლომატებს თავდაცვის უწყების განვითარების 2020 წლის ძირითად პრიორიტეტებზეც ესაუბრა და მან უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურული ცვლილებების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროში თავდაცვის ატაშეეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.