მამა ანდრია სარია დეკანოზზე: რაც საკუთარი თვალით ვნახე, ეს არის ადამიანის გაწირვა, როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან
რაც საკუთარი თვალით ვნახე, ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა, როგორც ეკლესიის ისე ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ გლდანის მერვე დაწესებულებაში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზთან, გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავს პირობებში მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია.
“ასეთ პირობებში მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია, ეს არის, რომ ადამიანის დაინვალიდებას შეუწყო ხელი. როგორც ექსპერტებმა დასკვნები გააკეთეს, ანალოგიურად შეიძლება გავიმეორო მეც, რაც საკუთარი თვალით ვნახე, ეს არის ადამიანის გაწირვა, როგორც ეკლესიის ისე ხელისუფლების მხრიდან”,- განაცხადა მამა ანდრია სარიამ.