გია ვოლსკი: “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” სახელმწიფო გადააგდო

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” სახელმწიფო გადააგდო.

“კონსორციუმმა პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო. საკმაოდ დიდი თანხა იქნა დახარჯული სახელმწიფოს მიერ და საქმის ნაცვლად პრაქტიკულად ანაკლიის სანაპიროზე ლელოს პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. ეს არის რეალობა და ამ რეალობისთვის თვალის გასწორება გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის ქოლგის ქვეშ ამოფარება.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებას, ეს გამოიხატება სახელმწიფოს დამოკიდებულებაში ამ საკითხის მიმართ. საკონსტიტუციო სტატუსი მიენიჭა ანაკლიის პორტს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მთავრობა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები