გიორგი გახარია: პროფესიული მასწავლებლების საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 1800 ლარი გახდება

პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით, 1800 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2020 წლიდან პროფესიული განათლება უნდა გახდეს დასაქმების და იმ პრობლემის აღმოფხვრის საფუძველი, რაც შრომით ბაზარზე არსებობს.

„განათლების სამინისტრომ პროფესიულ განათლებაზე წარმოადგინა საკითხი. პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ მნიშვნელოვნად და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით, 1800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი. 2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები