მიხეილ რამიშვილი: გიორგი მამალაძეს ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, მას ციხეში ძმა თორნიკე მამალაძე და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შეხვდნენ.
მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზს ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი იმისთვის, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს.
“ნაომარი ხალხი რომ არიან, ცალი მხარე, მარჯვენა ხელ-ფეხი საერთოდ უმოქმედო აქვს. ფორმაც კი დაკარგული აქვს ჯანსაღი, გადაადგილება კი არა, საკაცით ჩამოჰყავთ. დაავადება არის სპეციფიკური, რომელიც ჩემი შეფასებით ძალიან სცდება ბუნებრივს. ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი, რომ სამედიცინო დახმარება არ მიიღოს”,- განაცხადა რამიშვილმა.