გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თეირანთან უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფით გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს”, – წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. დაღუპულია ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა იყო.