ირან-ამერიკის კონფრონტაცის შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი და ოქრო გაძვირდა

ბლუმბერგის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ირანმა ამერიკის სამხედრო ობიექტებზე ერაყში სარაკეტო იერიში მიიტანა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი და ოქრო გაძვირდა. კერძოდ, ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) ერთი ბარელი Brent ტიპის ნავთობის ფასმა 5 პროცენტზე მეტით (3.48 დოლარით) მოიმატა და 71.75 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – ერთი ბარელი West Texas Intermediate (WTI)-ის ნავთობის ფასი 4.7% პროცენტით (2.95), 65.65 დოლარამდე გაიზარდა.

როგორც რუსული მედია ბლუმბრგზე დაყრდნობით წერს, ირან-ამერიკის დაპირისპირების შედეგად COMEX-ის ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ფასმა 35 დოლარით ანუ 2.1 %-ით მოიმატა და პირველად 2013 წლის შემდეგ 1600 დოლარს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო იერიში მიიტანა. აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება და ოფიციალურ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით ახლო მომავალში გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები