ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს
ამერიკელი სამხედროების მიერ, 3 იანვარს ბაღდადში ლიკვიდირებული, ირანის გუშაგთა კორპუსის სპეციალური ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი, გენერალი ყასემ სოლეიმანი, მშობლიურ ქალაქ ქერმანში დღეს დაკრძალეს.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მანამდე სოლეიმანთან დამშვიდობების ცერემონია გაიმართა.
გენერლის დაკრძალვა 7 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ რაც ქუჩებში მილიონობით ადამიანი გავიდა, ჭყლეტის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.
აღნიშნულის შემდეგ, ირანის მთავრობამ დაკრძალვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.