ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა გადაიდო – ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება

ირანის, ქალაქ ქერმანში ამერიკელი სამხედროების მიერ 3 იანვარს ბაღდადში მოკლული გენერლის, ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაურის ყასემ სოლეიმანის დაკრძალვა გადაიდო.

Press TV-ის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სამგლოვიარო ცერემონიალს მილიონობით მოქალაქე შეუერთდა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.

ირანის მთავრობა შიშობს, რომ ღონისძიების გაგრძელებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს.

ამჟამად ცნობილია, რომ ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-მდეა გაზრდილი, დაშავებულია 213 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები