მეუფე იაკობი: არ უნდა შეგვეშალოს, თორემ შეცდომას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს
ბოდბის მონასტერში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღვთისმსახურება ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა. საშობაო წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა მრევლს დღესასწაული მოულოცა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“იმ ადამიანს ჭკუა აქვს, რომელიც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს?! თქვან ბოლომდე და კარგად ნახავთ იმ სიმართლეს, ერთმანეთს რატომ იცავენ ასე. არ უნდა შეგვეშალოს, თორემ შეცდომას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ბოროტი უფრო გავეშებულია და ვხედავთ ეკლესიაზე რა შეტევები ხდება”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.