ამირან გამყრელიძე: გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება, შარშანდელთან შედარებით წელს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაბალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის სეზონი აპრილამდე გაგრძელდება. მისივე ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით წელს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.
„მწვავე რესპირატორული ინფექციებით შარშან თუ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 40% იყო, წელს ეს მაჩვენებელი 19%-ია. ანუ ეს მიუთითებს, რომ შედარებით კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს გრიპი წელს და ეს გამოწვეულია იმით, რომ ცირკულირებს ქვეყანაში უპირატესად „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც „ა“ ტიპის გრიპის ვირუსთან შედარებით ხასიათდება შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით. ქვეყანა დღეს დაახლოებით რვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს აქედან გრიპის ვირუსი არის „ა“ და „ბ“. „ბ“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს დაახლოებით 77% შემთხვევაში, დაახლოებით 11-12%-ში არის „ა“ ტიპის ვირუსი და აქედან H1N1 გახლავთ ამავე პროცენტში. გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება ამიტომ შესაძლებელია ეს შეფარდება მომავალი სამი თვის განმავლობაში შეიცვალოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები