ლატვიის კომპანიებში რუსულ ენაზე საუბრისთვის, შესაძლოა, საფასური დაწესდეს
რიგის დუმის დეპუტატი ევა მარტუზა ინიციატივით გამოვიდა, რომ კერძო და სახლემწიფო კომპანიებში კლიენტებთან რუსულ ენაზე საუბარი ფასიანი უნდა გახდეს.
დეპუტატის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ კერძო, ან სახელმწიფო კომპანიის თანამშრომელი კლიენტთან იძულებულია ისაუბროს რუსულ ენაზე, კლიენტი ვალდებული უნდა გახდეს თარგმანის საფასური გადაიხადოს.
„რა ღირს ჩვენთან ლატვიურიდან რუსულ ენაზე თარჯიმნის მომსახურება? 10 ევრო 5 წუთისთვის. არ გესმის ლატვიური – გადაიხადე. შესაბამისად, თარჯიმნის შრომა ანაზღაურებადი უნდა იყოს“, – დაწერა მარტუზამ სოციალურ ქსელში.
ლატვიაში ერთი სახელმწიფო ენაა – ლატვიური. რუსული ენა უცხო ენის სტატუსს ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ქვეყნის მოსახლეობის 40% მშობლიურ ენად მიიჩნევს.