საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 9.3 მილიონს გადააჭარბა
2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში ცხრა მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა. 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.1 პროცენტია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში ხუთი მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8 პროცენტია.
რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს,2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარი.