სომხეთსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმი აღარ იარსებებს
ჩინეთმა და სომხეთმა ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი გააუქმეს, რომელიც ძალაში დღეიდან შედის.
სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ 10 დეკემბერს შესაბამისი კანონპროექტის რატიფიცირება მოახდინა.
ამიერიდან, სომხეთის და ჩინეთის მოქალაქეებს 90 დღის ვადით, საზღვრის გადაკვეთა ჩვეულებრივი პასპორტით შეეძლებათ. იმ შემთხვევაში თუ ორი ქვეყნის მოქალქეებს სომხეთში ან ჩინეთში სამ თვეზე მეტი ხნით დარჩენა მოუნდებათ, მათ ვიზის მისაღებად შესაბამის უწყებებს წინასწარ უნდა მიმართონ.
სომხეთის საგარეოპოლიტიკური უწყების ინფორმაციით, გასული წლის 10 თვეში სომხეთს ჩინეთის 8430 მოქალაქე ესტუმრა. წელს კი, ეს რიცხვი 14 500-მდე გაიზარდა.
ჩინეთის მიმართულებით კი, 8450 ადამიანი გაემგზავრა.