2019 წელს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან 482 418 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია
2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 482 418 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ზრდამ 2018 წელთან შედარებით +25.7 პროცენტი შეადგინა.
განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა: პოლონეთი +31.7 პროცენტი, იტალია +22.4 პროცენტი, გერმანია +38.2 პროცენტი, საფრანგეთი +28.3 პროცენტი, გაერთიანებული სამეფო +27.4 პროცენტი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა (1 509 662, +7.1 პროცენტი), მეორე ადგილზე რუსეთია (1 463 040, +4.7 პროცენტი), მესამეზე სომხეთი (1 349 279, +7.5 პროცენტი).