თურქეთში, თბილისი-სტამბოლის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი

თურქეთის ტერიტორიაზე გამთენიისას თბილისი-სტამბოლის სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.
შემთხვევა ილგაზის რაიონში მოხდა, რა დროსაც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა.

როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ ანკარასა და სტამბოლში საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ინფორმირებულია, რომლებიც ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის 3 მოქალაქე. რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება“, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები