საახალწლოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ კომპანიებთან ერთად ბავშვებს ქართული პროდუქცია გადასცა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ადგილობრივმა კომპანიებმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების  ბენეფიციარებს, საახალწლოდ ქართული წარმოების რძის პროდუქტები, ტკბილეული და გამაგრილებელი სასმელები გადასცეს.
​სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღინიშნა, რომ სააგენტო მიესალმება ამგვარ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობასა და ქართული პროდუქციის პოპულარიაზაციას.
​ცნობისათის,სეს-ის რეკომენდაციებისა და გატარებული პოლიტიკის შედეგად დღეს ბევრი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სასურსათო პროდუქცია უვნებლობის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები