მარტვილის მერმა სოფლის ექიმებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამ, მერის მოადგილესთან, აკაკი ხუნწელიასთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორთან როზა ჯანაშიასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის ექიმებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მიმდინარე წლის მიღწევებზე, განხორციელებულ პროექტებზე და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრეს.
ალექსანდრე გრიგალავამ სოფლის ექიმებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.