მოვუწოდებთ საფრანგეთის ხელისუფლებას, ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას“ – ფალავანდიშვილი მხარდამჭერებთან ერთად საელჩოსთან აქციას გეგმავს
არასამთავრობო ორგანიზაციები: ახალგაზრდული ცენტრი “ზნეობა, “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” და მოძრაობა “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ხვალ, 13:00 საათზე საფრანგეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. საქმე ეხება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის 2020 წლის მომავალის პერსონად დასახელებას. ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციაზე სწორედ ამ ფაქტს გააპროტესტებენ.
აღნიშნულის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა და ახალგაზრდული ცენტრის, „ზნეობას“ ხელმძღვანელმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადეს.
მათი თქმით, აქციის გარდა, საფრანგეთის მთავრობასა და საფრანგეთის საელჩოს საქართველოში საპროტესტო წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია ნათქვამი, საფრანგეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს და ქართული საზოგადოების მიმართ არამეგობრული და შეურაცხმყოფელი ქმედებაა.
როგორც გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, გიორგი თაბაგარი, არის გარყვნილების მქადაგებელი ორგანიზაცია “თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი.
„თაბაგარის პროვოკაციულმა და ბინძურმა დემარშმა , მოეწყო თბილისის ქუჩებში ლგბტ სიბინძურის “აღლუმი”) ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან სამართლიანი პროტესტი და გულისწყრომა გამოიწვია.
გამომდინარე აქედან, საფრანგეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა – იმ ღირებულებების (სარწმუნოების, ტრადიციების, ზნეობის) დაცინვა, რომელზეც დგას ქართული საზოგადოება.
საფრანგეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის ჰომოსექსუალიზმის ცოდვის და გარყვნილების ღია მხარდაჭერა და პროპაგანდა, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენს შვილებს – ხელს უწყობს მომავალი თაობის ზნეობრივ და მორალურ დეგრადაციას და დაღუპვას.
მოვუწოდებთ საფრანგეთის ხელისუფლებას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებას და დაუყოვნებლივ გააუქმოს თავისი პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება”- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შეთავაზებით, გიორგი თაბაგარის კანდიდატურა შეირჩა როგორც მომავლის პერსონა საქართველოსთვის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
ინფორმაციას საფრანგეთის საელჩომ 19 დეკემბერს გაავრცელა.
“Tbilisi Pride- ის“ დირექტორი და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი თაბაგარი სამოქალაქო საზოგადოების წევრია, რომელიც აქტიურადაა ჩართული ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ყველა სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მომავლის პერსონათა მოწვევის პროგრამა ირჩევს ახალგაზრდა პერსონებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტუმრონ საფრანგეთს. ბატონი თაბაგარი 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოდან მოწვეულ 65 პირს შორის მოხვდა და საფრანგეთში ვიზიტისას საშუალება ექნება ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც ეხმიანება მის საქმიანობასა და აქტივობებს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.