“ტვპირველსა” და “კავკასიას” ინკასო დაედო
ტელეკომპანიებს “ტვპირველი” და “კავკასია” ინკასო დაედოთ. ამის შესახებ ინფორმაცია “ტვპირველის” “ფეისბუქგვერდზე” ვრცელდება. აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. როგორც მან განაცხადა, უსამართლობის დროს მოტივაცია უფრო იმატებს.
“შეგვატყობინა სახელმწიფომ – “გაცნობებთ, რომ თქვენს ანგარიშზე წარმოდგენილია ინკასო”. ასეთი უსამართლობის დროს ენერგია ასმაგდება ხოლმე. ამიერიდან უფრო მაგრად ვიმუშავებთ, მადლობა მოტივაციის კიდევ უფრო ამაღლებისთვის. და პაჩკა-პაჩკა ჩაუთვალეთ მილიონები თქვენს მაქებარ არხებს, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს”, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.