“ახალგაზრდა ადვოკატები” Wyndham Grand Tbilisi-ში 2019 წელს შეაჯამებს და დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს

26 დეკემბერს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს. საღამოს მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi უმასპინძლებს. ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, იურიდიული საზოგადოების, ბიზნესის, სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები, ორგანიზაციის პარტნიორები და მეგობრები დაესწრებიან. წლის ღონისძიება ორგანიზაციის ტრადიციული და მთავარი ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2019 წლის საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, ტრადიციული ნომინაციებით დააჯილდოვებს სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლებს, მედია-გამოცემებს და ჟურნალისტურ კორპუსს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ წლის ღონისძიებაზე ტრადიციულ დაჯილდოვების ცერემონიალზე აღინიშნავს პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებულ როლს, რომლებმაც წლის განმავლობაში, ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს. ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ საპატიო ჯილდოს – „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2019“ წელს 11 ჟურნალისტი მიიღებს.

ორგანიზაცია გამართავს 2019 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაციას, საზოგადოებას წარუდგენს საქმიანობის შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლს, წარმოდგენილი იქნება ახალი ინიციატივები და წინადადებები, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2020 წლის საქმიანობას და პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ღონისძიება Wyndham Grand Tbilisi-ში 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები