გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა 170 შეჭირვებულ ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცეს
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი „სათნოების სახლს“ ესტუმრნენ. მერმა სოციალურად შეჭირვებულ 170 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მიულოცა და მათ წინასაახალწლო საჩუქრები გადასცა.
საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერია საახალწო საჩუქრებს შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებს რამდენი წელია გადასცემს. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე ის და მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს 170 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს საახალწლო ნობათი გადავეცით და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი სოციალური პასუხსისმგებლობა, ამიტომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებში იხარჯება. ნობათები წელსაც ტრადიციულად მომზადდა იმ ოჯახებისთვის, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. საახალწლო საჩუქრები საჩუქრები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც დავურიგეთ. ვისურვებდი, მომავალში ნაკლები შეჭირვებული ოჯახი გვყოლოდეს. ყველა ბენეფიციარს ვულოცავ შობა-ახალ წელს და მათ ბედნიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.