რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ ორ მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ბავშვებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.
შს სამინისტროში რეგიონულ კვირას განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.