ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკის მთლიანმა აქტივებმა 46.5 მლრდ ლარი შეადგინა

2019 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 46.5 მლრდ ლარი შეადგინა.

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 140.4 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით) და 2019 წლის პირველი დეკემბრისათვის 46.5 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.0 პროცენტია.
შეგახსენებთ, რომსაქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები