მეუფე ნიკოლოზი: როცა ერთი ადამიანი ამდენი წელია პატრიარქად, ეს ნიშნავს, რომ ეკლესია და ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქის აღსაყდრების 42 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როდესაც ერთი ადამიანი ეკლესიას ამდენი ხანი მართავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია და ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ერთ ადამიანს ამდენ ხანს ემართოს ეკლესია.
“42 წელი გასრულდა, რაც ილია მეორე საქართველოს კათალიკოს პატრიარქია. რომ დაფიქრდეს ადამიანი, საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ არ ყოფილა. მსოფლიო ეკლესიის ეკლესიის ისტორიაშიც არ გამიგია, მართალი გითხრათ, რომ პატრიარქი ამდენი ხანი ყოფილიყო. როდესაც ერთი ადამიანი მართავს ეკლესიას ამდენი ხანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია და ქვეყანა თანმიმდევრულად ვითარდება” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა. ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმართება.