მეუფე ნიკოლოზი მამალაძის შეწყალებაზე: ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია

ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რაიმე ზეწოლის, ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილებას თუ როგორ იღებს.

“ჩვენ კი ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რაიმე ზეწოლის, ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია. ჩვენ გადავწყვიტეთ და მივმართეთ, დანარჩენი უკვე პოლიტიკურია. ცხადია არ ვიცი, პრეზიდენტი როგორ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ პოლიტიკური ნება უნდა იყოს. რა აყალიბებს ამ პოლიტიკურ ნებას, როგორ ხდება და ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას მე ეს არ ვიცი,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები