33 წლის ახალციხელი ხელოვანი, რომელმაც ჰობი პროფესიად აქცია (ვიდეო)
ჯუნა ნარიმანიშვილი 33 წლისაა. ის ახალციხიდან ხუთი კილომეტრით დაშორებულ სოფელ სხვილისში ცხოვრობს. ხელნაკეთი ნივთების შექმნა ბებიის დახმარებით ისწავლა. დიასახლისობას ვერ შორდება, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები უფრო მეტად გამოეყენებინა და ჰობი პროფესიად ექცია. საკუთარი ხელით დამზადებული სუვენირების გაყიდვა მისი ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ახალგაზრდა ქალი სამომავლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის დაწერას აპირებს. ამბობს, რომ ის ხელსაწყოები, რომელიც მას პროდუქტის შექმნაში სჭირდება ძალიან ძვირია, რისი ყიდვის შესაძლებლობაც მას არ აქვს.