მარტვილის მუნიციპალიტეტი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროექტების განსახოციელებლად დაფინანსებას მიიღებს

2020 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) და შვეიცარიის, ავსტრიისა და საქართველოს მთავრობებისგან ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროექტების განსახოციელებლად დაფინანსებას მიიღებს. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაფინანსებას მიიღებს დასავლეთ საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტი.

შვიდივე მუნიციპალიტეტი ერთად მიიღებს 670,000 ლარის ოდენობის დაფინანსებას, რომელიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი რეწვისა და ვაჭრობის განვითარებას მოხმარდება.

UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ხელი მოაწერა შესაბამის შეთანხმებას მარტვილის, სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მერებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები