სუს-მა თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის VI საარტილერიო ბრიგადის შტაბის „S-3“-ის უფროსი ს.ბ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ბ.-მ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების, ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივის ჩაბარების და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო მისიით მონაწილეობის მისაღებად გამგზავრების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 2500 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.) გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.