მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 70 მილიონი ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 24 დეკემბერს, 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 181 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.300 პროცენტით, მაქსიმალური 9.430 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.418 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.