ნეპალში კიბერდანაშაულისთვის ჩინეთის 122 მოქალაქე დააკავეს

ნეპალის პოლიციამ კიბერდანაშაულსა და ქვეყნის ბანკომატებზე ხაკერულ იერიშებში ეჭვმიტანილი, ჩინეთის 122 მოქალაქე დააკავა.

ნეპალის პოლიციის უფროსის უტამ სუბედის თქმით, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა შორის ქალებიც არიან.

ოპერაციას საფუძვლად სამართალდამცველების მიერ მიღებული ინფორმაცია დაედო, რომ აღნიშნული მოქალაქეები საეჭვო საქმიანობით არიან დაკავებულნი.

ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები