ზუგდიდში გამწვანების მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. დაირგო სხვადასხვა სახის მრავალწლიანი მცენარეები.

გამწვანების სამუშაოებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჩაერთნენ.

დაირგო მუხის, ქაფურის, ირმის რქის და ტუიას ჯიშის მცენარეები. ამ ეტაპზე სულ 150 მცენარე დაირგვება, პროცესი სამომავლოდ ზუგდიდთან ერთად, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში მოხდება.

თამარ მეფის ქუჩაზე დასრულდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამჯერად გზის მოხაზვა მიმდინარეობს, გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრეები და ტროტუარები. ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში (ე.წ. კომბინატის დასახლება) ასევე მოეწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები და საბავშვო მოედნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები