საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს მომავალ წელს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა.
ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.
მისი თქმით, ერდოღანის ვიზიტი გაზაფხულზე იგეგმება.
ელჩის თქმით, 2020 წლის თებერვალში ანკარაში სტრატეგიული კომისიის სხდომა გაიმართება.
„ანკარაში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკონომიკური კომისია, რომელიც 14 წლის პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამას მოჰყვა პრემიერის განმეორებითი ვიზიტი “ტანაპის” გახსნასთან დაკავშირებით ქალაქ ედირლეში.
ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, სავარაუდოდ თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული და შემდგომ სავარაუდოდ მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იცით, თურქეთი არის არამარტო ჩვენი კეთილი მეზობელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“,- განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.