ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. “ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის” ექიმის, ბესარიონ გოგიტიძის თქმით, ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. დინამიკა არის უცვლელი, მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე და სტაბილური. ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური და დამატებით ჩარევას არ საჭიროებს. პაციენტი იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ“, – განაცხადა ბესარიონ გოგიტიძემ.
ექიმის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.
ცოტნე გამსახურდიას უკვე ჩაუტარდა ორი ოპერაცია.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარუდგინა.
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს დაჭრეს.