ერეკლე კუხიანიძე: ოთახი, სადაც ეს ჭინკები იმყოფებოდნენ და სხვადასხვა სიბინძურე ჩაატარეს, აკურთხეთ

უმრავლესობიდან გარიცხული, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე დღევანდელ სხდომაზე შვილთან ერთად მივიდა და აღნიშნა, რომ მარტო არაა.

კუხიანიძემ სხდომა დამთავრებამდე დატოვა, თუმცა დაიბარა, რომ ოთახი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ, აკურთხონ.

“მე მარტო არ ვარ, არც ჩემი ოჯახის წევრებს არ მივუტოვებივარ. აქ არის ჩემი ქალიშვილი მარიამ კუხიანიძე, რომელიც მიჭერს მხარს. ჩემი ოჯახი ჩემ გვერდითაა და ზოგიერთი ტაკიმასხარას გამოხტომა, რომ ვიღაცებმა მიმატოვეს, არის ტყული. მე სხდომას ვტოვებ, მაგრამ მანამდე მინდა გთხოვოთ, რომ ოთახი, სადაც ეს ჭინკები იმყოფებოდნენ და სხვადასხვა სიბინძურე ჩაატარეს, მოიყვანოთ მღვდელი და აკურთხოთ,”- განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობიდან გარიცხეს და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეც აღარაა. კუხიანიძე დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება.

თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა “ოცნების” ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები