ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები თითოეული ჯარისკაცის კეთილდღეობას უზრუნველყოფს

მინდა, თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ ყველა დაგეგმილ რეფორმას ჩვენ წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე და ერთად შევქმნით თავდაცვის მაქსიმალურად ქმედით სისტემას. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მინისტრობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართველ სამხედროებზე ზრუნვაზე არამხოლოდ თავდაცვის ძალებში სამსახურის პერიოდში, არამედ მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზე სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგაც.

“გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ჯარი. მინდა, თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ ყველა დაგეგმილ რეფორმას ჩვენ წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე და ერთად შევქმნით თავდაცვის მაქსიმალურად ქმედით სისტემას. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად. აუცილებელია სამშობლოს წინაშე მრავალწლიანი სამხედრო სამსახურის შესაბამისი დაფასება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები