ნინო წილოსანი ჩხენკელს: რა სტანდარტები აქვს განათლების სისტემას კერძო სკოლებში უსაფრთხოების და ბავშვების ფსიქოსოციალური კონტროლის მიმართ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც “მინისტრის საათის” ფორმატში დეპუტატები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საჯარო და კერძო სკოლებში უსაფრთხოების და ფსიქო-სოციალური კონტროლის საკითხებით დაინტერესდა.

ნინო წილოსანმა იმ სტანდარტების შესახებ ინფორმაცია ითხოვა, რაც განათლების სამინისტროს კერძო სკოლების მიმართ აქვს.

“თქვენ გამოსვლაში მანდატურების, ბავშვების უსაფრთხოების და მათი ფსიქოსოციალური კონტროლის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეთ, თუმცა ვიცით, რომ ის ცვლილებები, რაც ჩვენ, პარლამენტმა და აღმასრულებელმაც მივიღეთ არ ეხება კერძო სკოლებს. ტრაგედია, რომელიც დატრიალდა მოხდა კერძო სკოლაში და მაინტერესებს ახლა რა სტანდარტები აქვს განათლების სისტემას კერძო სკოლების მიმართ უსაფრთხოების და ბავშვების ფსიქოსოციალური კონტროლის მიმართ და რამდენად აპირებთ, რომ გავრცელდეს ეს ორი კომპონენტი როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებზე? ასევე მანდატურებთან დაკავშირებით უფრო მეტი სტატისტიკა მაინტერესებს. რამდენადაც ვიცი თითქმის ყველა სკოლას ფარავს მანდატურის სამსახური, თუმცა არის თუ არა ამ სკოლებში ფსიქო-სოციალური კონტროლი და ბავშვებთან ამ კუთხით მუშაობის პრაქტიკა და თავად მანდატურები არიან თუ არა დატრენინგებულნი?”, – იკითხა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები