კომერციული ბანკების მოგება 11 თვეში 26 მილიონით გაიზარდა
2019 წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკებმა 821,616 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,001 მლნ ლარით მეტია, 2018 წლის 11 თვეში ბანკების მოგებამ 795,615 მლნ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ნოემბერში, ბანკების შემოსავლებმა 394,811 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 305,197 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2019 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,833 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 50,751 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ბანკებმა 5,554 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.