ცოტნე გამსახურდიას მოსანახულებლად კლინიკაში სალომე ზურაბიშვილი მივიდა
პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მოსანახულებლად ხეჩინაშვილის კლინიკაში, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
ზურაბიშვილი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნობა.
ცოტნე გამსახურდია წუხელ დაჭრეს. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.
“ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება”, – განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ.